საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ იურიდიული ფაკულტეტის აკადემიური გუნდის ვიზიტი შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტში

29 მაისი-2 ივნისის პერიოდში თსუ იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელი ირაკლი ბურდული და თსუ ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი თამარ ბერიშვილი, ერასმუს+ პროგრამის ფარგლებში ვიზიტით იმყოფებოდნენ გერმანიის, ქ. შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტში.

 

პროფესორი ბურდულის მიერ წაკითხულ იქნა საჯარო მოხსენება თემაზე „ნეკრორეცეფცია ტრანსფორმაციულ საზოგადოებაში, საქართველოს მაგალითზე“.

 

ასევე, ვიზიტის ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრები როგორც თსუს, ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტის, ისე ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის „საჯარო მმართველობის“ სამომავლო ღონისძიებებსა და გეგმებზე.

 

თსუ-სა და შპაიერის თანამშრომლობით განხორციელებული ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა „საჯარო მმართველობა“ 2024 წელს 15 წლის იუბილეს იზეიმებს.

თარიღი: 05/06/2023